spot_img
Sunday, April 20, 2025
11.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს - კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას

დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქში” წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, წინ უნდა აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჰოლოკოსტს – კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ტრაგედიას. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ხსოვნას, რომლებიც გაუგონარ სისასტიკეს ემსხვერპლნენ, ვადასტურებთ განსაკუთრებულ პატივისცემას სასწაულებრივად გადარჩენილთა მიმართ.

ჰოლოკოსტის გამოცდილება განუწყვეტლივ შეგვახსენებს მსოფლიო საზოგადოების, ნებისმიერი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, წინ აღვუდგეთ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ყველა გამოვლინებას, ერთად ვაშენოთ მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანაგრძნობის სამყარო”,- აღნიშნავს პრემიერი.

ბოლო სიახლეები