spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის...

ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ისინი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას

დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ისინი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, ხელს შეუწყობს სტაბილურობას,- , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი, კონტრიბუცია შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებს და ხალხებს მოუტანს სარგებელს.

„ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე ქვეყანა, რა თქმა უნდა, არის მოწოდებული, ორივე მთავრობები მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ბატონმა პრემიერმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია და ჩვენი მთავრობის პოზიცია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი, კონტრიბუცია შევიტანოთ აი ამ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებს და ხალხებს მოუტანს სარგებელს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, ხელს შეუწყობს სტაბილურობას, რაც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და ჩვენი ერებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო სიახლეები