spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებინინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტები განიხილეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტები განიხილეს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 26 იანვარს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში /სოფლები: დიდი გონდრიო, პატარა გონდრიო, დილითი, მამწვარა, ყულალისი/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.

საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, საკრებულოს წევრები გრიგორი შამილიანი, ასტღიკ ალვანჯიანი, მერიიდან, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და სხვა თანამშრომლები.

შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ორ თებერვლამდე გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები