spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებივანის მუნიციპალიტეტის მერი ბზვანის, ინაშაურის და ამაღლების მოსახლეობას შეხვდა

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ბზვანის, ინაშაურის და ამაღლების მოსახლეობას შეხვდა

აქტიურ რეჟიმში გრძელდება ვანის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის შეხვედრები სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გადასაჭრელი საკითხები დღეს მერმა სოფლების ბზვანის, ინაშაურის და ამაღლების მცხოვრებლებისგან მოისმინა.

გამოიკვეთა რამდენიმე აქტუალური საკითხი – შიდა საუბნო გზები, სანიაღვრე არხები და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აღნიშნული თემებზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები