spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკასაუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თავის კოლეგას, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანს...

საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თავის კოლეგას, პრინც ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში,  ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა  და საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნა 2022 წელს, საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილის და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის შეხვედრაზე გადაწყდა.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკური და ეკონომიკური  მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და მეგობრობას გაუსვეს ხაზი. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, აგრეთვე ტურიზმის, ხალხთაშორისი და კულტურული მიმართულებით.

მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტზე საუდის არაბეთში და აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების დროული და ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და არსებული გამოწვევები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ბოლო სიახლეები