spot_img
Tuesday, December 24, 2024
12.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონები„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია ყუმურის, ტობანიერის, მთისძირისა და შუამთის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე მერმა დეტალუტად გააცნო შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის არსი და იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სოფლებში ეტაპობრივად მოგვარდება ყველა ის პრობლემა, რომელიც ამჟამად აწუხებს მოსახლეობას.

მოქალაქეებმა თავიანთ სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მერს და მათთვის პრიორიტეტული პროექტები აირჩიეს. გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და საფეხბურთო სტადიონის კეთილმოწყობა.

ასეთი კომუნიკაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან თავად მოსახლეობას შეუძლია შეარჩიოს პრიორიტეტული პროექტები.

ინფორმაციას და ფოტომასალას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები