spot_img
Wednesday, December 25, 2024
7.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოაშშ-ში ქარიშხლისა და ქარბუქის შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ქარიშხლისა და ქარბუქის შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა

GUARDIANGE – 92 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში მას შემდეგ, რაც ქვეყანას გასულ კვირას ზამთრის საშინელი ქარიშხლები დაატყდა თავს. სულ მცირე 25 ადამიანია გარდაცვლილი ტენესის შტატში და 16 ორეგონში, სადაც საგანგებო მდგომარეობა ისევ ნარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ტენესისა და ორეგონშია, სტიქიას ასევე ემსხვერპლნენ მისისიპში, ილინოისში, პენსილვანიაში, ვაშინგტონში, კენტუკში, ვისკონსინში, ნიუ იორკში, ნიუ ჯერსიში და სხვაგან.

პორტლენდში, ორეგონის შტატში სამი ადამიანი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ძლიერი ქარის მიერ ჩამოგდებული ელექტროგადამცემი ხაზი ავტომანქანას დაეცა და მასში მყოფი სამი ადამიანი იმსხვერპლა, მანქანაში იმყოფებოდა ბავშვიც, რომელიც გადარჩა.

სხვა გარდაცვალების ფაქტები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია. კენტუკიში რამდენიმე ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ილინოისში კი ოთხი. ძლიერ ყინვას და ქარიშხალს სიეტლში ხუთი, მათგან უმეტესობა, უსახლკარო ადამიანი ემსხვერპლა. მისისიპიში გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგია დიდწილად მთელი ქვეყნის მასშტაბით აღადგინეს, ათიათასობით ადამიანი ჯერ კიდევ შუქის გარეშეა დარჩენილი.

ბოლო სიახლეები