spot_img
Wednesday, December 25, 2024
7.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან

მიხეილ სააკაშვილი: ქართველმა ხალხმა ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან

„ის, რომ მე პოლიტპატიმარი ვარ, იცის მთელმა მსოფლიომ. გამასამართლეს და მასამართლებენ თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, გამოგონილი ბრალდებებით.

მე კარგის გარდა არაფერი გამიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. მასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გავიტანე, ქვეყანა კრიმინალისა და სიღარიბის ჭაობიდან გამოვიყვანე, გავანათე და სახელმწიფო ჩამოვაყალიბე. მასამართლებენ იმისთვის, რომ 2008 წელს არ გავიქეცი და სახელმწიფო შევინარჩუნე. ახლა ყოველდღე მტანჯავენ იმისთვის, რომ უზომოდ მიყვარს ჩვენი ხალხი და მინდა მას დავეხმარო.

პუტინმა დამაპატიმრა იმისთვის, რომ არამხოლოდ საქართველო არ ჩავაბარე, არამედ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, მისთვის ასეთი სასურველი ოდესის ოლქი კლანჭებიდან გამოვგლიჯე. დამაპატიმრა იმისთვის, რომ წარმატების მაგალითები შევქმენი საქართველოსა და უკრაინაში. დამაპატიმრა იმისთვის, რომ მე ვარ ერთ-ერთი მთავარი რეგიონული ლიდერი და თავისუფალი სამყაროს ლიდერი ზელენსკის თანამებრძოლი.

ქართველმა ხალხმა უნდა გაითავისუფლოს თავი და უნდა გამათავისუფლოს მეც. ახლავე უნდა დამიხსნას პატიმრობიდან, რათა შევძლო უფრო ეფექტურად დახმარება, მაგრამ რა ტყვეობაშიც არ უნდა მამყოფონ, ვიბრძოლებ ბოლომდე,  საქართველოს და უკრაინის სრულ გამარჯვებამდე!“ – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები