spot_img
Wednesday, December 25, 2024
7.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაგიორგი ვოლსკის განცხადებით, გახარიას ჩართულობით, მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით

გიორგი ვოლსკის განცხადებით, გახარიას ჩართულობით, მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებული „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, გახარიას ჩართულობით, მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს სცენარში ჰქონდა გაწერილი „ნაცმოძრაობას“.

„პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია] ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, სამართლებრივ სისტემას. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისათვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდოდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ამ მომზადებისათვის რამდენიმე დღე მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა [გახარიამ] და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს სცენარში ჰქონდა გაწერილი „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები