spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკამამუკა ხაზარაძე: 289 დღის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში, ხოლო საქართველოში ამოტივტივდება...

მამუკა ხაზარაძე: 289 დღის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში, ხოლო საქართველოში ამოტივტივდება არაერთი საქმე

„ლელო საქართველოსთვის” ფოტოზე: მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება, ხოლო საქართველოში ამოტივტივდება არაერთი საქმე, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და დამოუკიდებელი მანდატის ნდობით აღჭურვილი პროკურორი გვეყოლება.

„თუ ქართველი ხალხი დაუშვებს სერიოზულ შეცდომას [არჩევნებზე] რისიც არ მჯერა, რომ ეს ასე მოხდება იმიტომ, რომ მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და, 289 დღის მერე, თქვენ ნახავთ, ბიძინა ივანიშვილი სად იქნება. პირდაპირ გეუბნებით, ის იქნება მოსკოვში. მის გარეშე კორუფცია ამ ქვეყანაში არ კეთდება, არც ნეპოტიზმი კეთდება და არც ის საქმეები, რომელიც ამოტივტივდება, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და როგორც კი დამოუკიდებელი მანდატის ნდობით აღჭურვილი პროკურორი გვეყოლება და დამოუკიდებელი სასამართლო“, – განუცხადა მამუკა ხაზარაძემ „მთავარ არხს“.

ბოლო სიახლეები