spot_img
Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაშალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარიას და მისი პარტიის აქტივობები უკვე კომიკურობამდე არის მისული,...

შალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარიას და მისი პარტიის აქტივობები უკვე კომიკურობამდე არის მისული, რენეგატის გზა რთულია

გიორგი გახარიას და მისი პარტიის აქტივობები უკვე კომიკურობამდე არის მისული, რენეგატის გზა რთულია, ეს ის გზაა, როდესაც შუბლის ძარღვი წყდება და ამ დროს უკვე ბევრი რამის კადრება შეიძლება, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტი, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნებული „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, აბსოლუტურ ისტერიას ვხედავთ – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი რამდენად აქტიურად არის ჩართული, იქნება ეს თავად „ნაციონალური მოძრაობა“, თუ მისი ფლანგები „ლელოს“, გახარიას პარტიის სახით. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მის პარტიას, ვფიქრობ, მათი აქტივობები უკვე კომიკურობამდე არის მისული განცხადებებში, ქცევებში, სტილში, ტონალობაში, აბსოლუტურად დამსგავსებული არიან კომიკური ჟანრის მხატვრულ, თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. უბრალოდ, თავად საყურებლადაც კი აღარ არის საინტერესო. რენეგატის გზა რთულია, ეს ის გზაა, როდესაც შუბლის ძარღვი წყდება და ამ დროს უკვე ბევრი რამის კადრება შეიძლება. მგონი, ვინმე თუ დააკვირდება გიორგი გახარიას და აღწერს მის სახეცვლილებას, ვფიქრობ, კარგი აღწერა გამოვა, რას ნიშნავს შუბლის ძარღვის გაწყვეტა და რენეგატის გზაზე შედგომა. საბოლოო ჯამში, ასეთი პერსონაჟები ამთავრებენ იმით, რომ ხდებიან კომიკური პერსონაჟები. წინა და ძველ საკითხებთან დაკავშირებით გუნდის ის წევრები უფრო კომპეტენტურად ისაუბრებენ, რომლებიც მაშინ იყვნენ. ჩემ დროს, რაც მოხდა და რაც გაკეთდა, გიორგი გახარია ამის შემდეგ წავიდა ჩვენი გუნდიდან. ის გუნდიდან წავიდა მას შემდეგ, რაც იკადრა და აკადრა საქართველოს, საკუთარ გუნდს, ვგულისხმობ, ნიკა მელიას დაკავება-არ დაკავების საგას. ამიტომ, ამ ქცევიდან გამომდინარე, ჩემთვის გასაკვირი არ იქნება, რომ მისი ქცევა წინა ქცევების მსგავსი ყოფილიყო“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები