მთავარირეგიონებინინოწმინდის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან იწმინდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან იწმინდება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზები თოვლის საფარისგან იწმინდება. მობილიზებულია სპეცტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი.

სათხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების – სათხის, დიდი და პატარა არაქალის, ოროჯალარის შიდა სასოფლო და ცენტრალურ გზებზე სპეცტექნიკა დილიდან მუშაობს.

იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება სათხე-სამებისა და სპასოვკა-ორლოვკა-ჟდანოვის დამაკავშირებელ გზაზეც, ასევე, ეშტიის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებისკენ – ეშტიის, თორიისა და უჩმანასკენ მიმავალ გზებზე.

გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ნინოწმინდის შიდა ქუჩებზეც.

სამუშაო პროცესს მონიტორინგს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი უწევს.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები