spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიომაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად 34 წლის გაბრიელ ატალი დანიშნა

მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად 34 წლის გაბრიელ ატალი დანიშნა

GUARDIANGE – საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად გაბრიელ ატალი წარადგინეს. 34 წლის ატალი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში.

აღნიშნულ პოსტზე მანამდე ყველაზე ახალგაზრდა კადრი „სოციალისტი“ ლორან ფაბიუსი იყო, რომელიც 37 წლის ასაკში, 1984 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა დანიშნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

ის ასევე იქნება საფრანგეთის პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრი. იგი სამოქალაქო პარტნიორობაში იმყოფება ევროპარლამენტარ სტეფან სეჟურნესთან.

ატალმა, რომელიც განათლების და ახალგაზრდობის მინისტრი იყო, პრემიერის პოსტზე შეცვალა ელიზაბეთ ბორნი, რომელმაც თანამდებობა დანიშვნიდან 20 თვის შემდეგ დატოვა.

მისი გადადგომა წელს, ზაფხულში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ თავისი მთავარი გუნდის განახლებას უკავშირდება.

გავრცელებულ განცხადებაში მაკრონმა აღნიშნა, რომ ქალბატონმა ბორნმა მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში „გამბედაობა, ერთგულება და მონდომება“ აჩვენა.

 

 

ბოლო სიახლეები