spot_img
Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკა„გაეცით დაპატიმრების სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილზე“ - ნათელაშვილი აზიიდან ამერიკამდე ყველა დემოკრატიულ...

„გაეცით დაპატიმრების სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილზე“ – ნათელაშვილი აზიიდან ამერიკამდე ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს მიმართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას მოსკოვში, პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად აფასებს და მიმართავს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს დედამიწაზე, აზიიდან ამერიკამდე, დაპატიმრების სანქციები გასცენ „რუს ოლიგარქ ივანიშვილზე“.

„წინასაახალწლოდ საქართველოს დაუძინებელი მტერი, ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელი, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში, საიდანაც ის არასოდეს არ გასულა, გადაწყვეტილება აღნიშნულზე, მიღებულია მოსკოვში, კრემლში, პირადად აგრესორ ვლადიმერ პუტინის მიერ, რომლის მიზანია, ივანიშვილის ხელით, დააგვირგვინოს საქართველოს პოლიტიკური ანექსია და სამუდამოდ შემოიმტკიცოს მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონი.

„აი, ახლა უკვე, მთელი სერიოზულობით და პრინციპულობით მივმართავ ჩვენს მოკავშირე ატლანტიკურ და დემოკრატიულ სივრცეს – სასწრაფოდ დაამთავრეთ ოლიგარქ ივანიშვილის სანქცირება და მთლიანად მოახდინეთ მისი ქონების, უძრავ-მოძრავი საშუალებების ბლოკირება ყველა მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციაში.

„მივმართავ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს დედამიწაზე, აზიიდან ამერიკამდე, უნივერსალური იურისდიქციის თანახმად, გაეცით დაპატიმრების სანქციები რუს ოლიგარქ ივანიშვილზე, რომელიც არის პრეზიდენტ პუტინის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელ ომში, საქართველოში დიქტატურის დამამყარებელი და 90-იან წლებში ანგოლაში სამოქალაქო ომისას იარაღის შეტანის გზით, მილიონი ადამიანის გამანადგურებელი. ამავე თემაზე მივმართავთ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, აძღრას საქმე და გასცეს დაპატიმრების სანქცია რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ბოლო სიახლეები