spot_img
Wednesday, December 25, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვაგვარდიელებმა თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ სამმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

გვარდიელებმა თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ სამმხრივ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში ანკარაში ბუნებრივი სტიქიების დროს ძებნა-გადარჩენის სწავლება DAK-23 ჩატარდა. ერთკვირიან ტაქტიკური დონის სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედროები თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ.

სამმხრივი სწავლება შესაძლო სტიქიური კატასტროფების დროს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ძებნა-გადარჩენის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის, კოორდინაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავდა მიზნად. სიმულაციური სცენარის მიხედვით სწავლებაში მიწისძვრის დროს ძებნა-გადარჩენის ოპერაციები გათამაშდა. სამხედროებს სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანა, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით დაშავებულის ევაკუაცია და ძაღლების დახმარებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა-გადარჩენა მოუწიათ.

სწავლება როტაციის მიხედვით ტარდება. მომავალ წელს DAK-23-ს აზერბაიჯანი უმასპინძლებს, შემდეგ კი – საქართველო.

ბოლო სიახლეები