spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებაქართული ჯარის და ევროპელი მოსახლეობის ნაძარცვით მაძღარი დავით კეზერაშვილი განაგრძობს ყველაზე მაღალი...

ქართული ჯარის და ევროპელი მოსახლეობის ნაძარცვით მაძღარი დავით კეზერაშვილი განაგრძობს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ქართული ჯარის დისკრედიტაციას – დავით ჩიხელიძე

ქართული ჯარის და ევროპელი მოსახლეობის ნაძარცვით მაძღარი დავით კეზერაშვილი, კვლავ განაგრძობს თავის „მარიონეტების თეატრს“. ვგულისხმობ ტელევიზია „პირველის“ და „ფორმულას“ საშუალებით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ქართული ჯარის დისკრედიტაციას, – ამის შესახებ „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

„კაცს იმდენად სძულს საქართველო და ქართული ჯარი, ერთხელ ხომ გაძარცვა, დაქცევა რომ არ იმყოფინა, ახლა შავი ნოდარათი და საყოველთაოდ ღალატის ფორმულად ჩამოყალიბებულ გიორგი თარგამაძის პირით, ყოველ კვირა ახალ ბილწ ტყუილებს ავრცელებს საქართველოს თავდაცვის ძალების დისკრედიტაციის მიზნით.

შავმა ნოდარამ თავდაცვის სამინისტროს გაშავების პროცესში ჩართო ორი გაბოროტებული ქალბატონი, რომლებიც ნაცხელისუფლების დროიდან მუშაობდნენ აღნიშნულ უწყებაში. ერთ-ერთმა ქალბატონმა ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე, უკიდურესი უტიფრობით განაცხადა, რომ „გაფუჭებული პროდუქტები შეაქვთ ჯარისკაცების საკვებადო“. რა უნდა უწოდო ამას, თუ არა ჩანერგილი ნაცთანამშრომლების შეგნებული საბოტაჟი ქართული ჯარის მიმართ? კეზერაშვილი კი ნაძარცვ ფულს არ იშურებს ამ სიცრუის ტირაჟირებაში.

ნუთუ ერთხელ მაინც არ შეგაწუხათ სინდისმა მარიონეტების თეატრის „მასოვკაში“ მონაწილე ქალბატონებო? ან თუ რამე ვადაგასული და უვარგისი პროდუქტი აღმოაჩინეთ სადმე, ამ წლების განმავლობაში რატომ დუმდით? ვიდრე რეორგანიზაციის შედეგად არ დაგითხოვეს სამსახურიდან, მანამდე ხმას რატომ არ იღებდით! ამას აჭმევდით თქვენს შვილებს, მშობლებს, ძმიშვილებს, მეგობრებს?

ყველაფერი ნათელია, კეზერაშვილი ცდილობს, სამარცხვინოდ გაქცეულმა, საზოგადოებისაგან გარიყულმა, მხოლოდ ნაძარცვი ქონების იმედად მყოფმა, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს ქართულ ჯარს და ქართულ სახელმწიფოს, რათა შური იძიოს თანამედროვე ქართულ სახელმწიფოზე, რომელმაც ის კანონმდებლობის შესაბამისად ქართული ჯარის ძარცვის ბრალებით ძებნილად გამოაცხადა. სწორედ ეს ბოღმა არ ასვენებს და ალბათ არც მოასვენებს სიცოცხლის ბოლომდე კეზერაშვილს. იგი გააგრძელებს თავის ბოროტ საქმიანობას, საქართველოს საწინააღმდეგოდ.

თუმცა ერთ რამეს ვიტყვი იმ გზააბნეული ქალბატონების გასაგონდ. ქალბატონებო! თქვენ, თქვენი სიცრუით და სიბინძურით ქართულ ჯარს ვერაფერს დააკლებთ, საკუთარ თავს კი ეშმაკის საჯიჯგნად ნუ გაიხდით, რადგან ცდუნება უდიდესი ცოდვაა ცოდვათა შორის!” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ბოლო სიახლეები