spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს მადლობა გადავუხადო, ორმხრივი ურთიერთობები კიდევ...

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს მადლობა გადავუხადო, ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიდა

მე მინდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ, მე პირადად ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტები, შეხვედრები, შეიძლება ითქვას, ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე, გადავიდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ელჩებს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

როგოც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან ბევრი საკითხი იქნა მოგვარებული, გადაჭრილი ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით და მას ამ ეფექტური მმართველობისთვის მადლობა ეკუთვნის.

„ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, მეგობრებო. ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგი. ასევე, ბოლოს მინდა შევაჯამო, მმართველობის ხარისხით , საქართველო გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და მეტიც, რიგ ინდიკატორებში უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და რვავე კანდიდატ ქვეყანას. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, რეგულირების ხარისხით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ხოლო მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 8 ქვეყანას და რვავე კანდიდატ ქვეყანას. აი, ეს არის შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. რა თქმა უნდა, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს შედეგი შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ერთად ვაღწევთ ამ შედეგებს- პარლამენტი, მთავრობა, მთელი ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ამაში თქვენი როლი, ელჩების როლი არის ძალიან დიდი. მე კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული გამარჯვება. მე ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებამ უკლებლივ ყველა ჩვენი თანამოქალაქე ძალიან გაახარა და ჩვენ ვართ კიდევ უფრო მეტად მოტივირებული ახლა, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის. მე მინდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. იცით, რომ ბოლო წლებში საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა. მე პირადად ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტებიც, შეხვედრები. ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე, შეიძლება ითქვას, გადავიდა. არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყებდი, ევროპის მასშტაბით ჩვენ გვქონდა არაერთი წარმატებული შეხვედრა და გავაძლიერეთ, განვამტკიცეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობა, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობები. მოგეხსენებათ, ასევე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი რეგიონში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, საკმაოდ დიდი გარღვევა გვქონდა ჩვენ და გავხდით სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის, რომელიც არის მეორე მსოფლიო ეკონომიკა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გამყარებას, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. რა თქმა უნდა, რეგიონში გვაქვს ჩვენ სრული, ჰარმონიული ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველო ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდი ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გვქონდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილიას. მე ვიცი, რომ სამინისტროში ძალიან ბევრი საკითხი იქნა მოგვარებული, გადაჭრილი უშუალოდ ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით და მას ნამდვილად ეკუთვნის მადლობა ამ ეფექტური მმართველობისთვის. ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა, ძვირფასო მეგობრებო. არის ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ამ რეფორმების კურსის გაგრძელება, სწრაფი შედეგების, სწრაფი განვითარების მოტანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთი ეფექტური ნაბიჯი გადავდგით სწორედ ქვეყნის კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასაყვანად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო სიახლეები