spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაბავრის საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა შირინიანი: ათეული წლებია ვცდილობ ეთნიკურად სომეხ ბავშვებს...

ბავრის საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა შირინიანი: ათეული წლებია ვცდილობ ეთნიკურად სომეხ ბავშვებს შევაყვარო ჩვენი საქართველო

GUARDIANGE სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ათეული წლების განმავლობაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ჯულიეტა შირინიანი თავის უმთავრეს მიზნად ეთნიკურად სომეხი ეროვნების ბავშვებისთვის ქართული ენის შესწავლას, მათ პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას და კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას მიიჩნევს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯულიეტა შირინიანი

მას შემდეგ კი, რაც 2023 წლის ოქტომბერში, დირექტორის თანამდებობაზე შეუდგა მუშაობას, მის მთავარ საზრუნავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია დაემატა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის შენობა

ორი თვის წინ დანიშნული დირექტორი ამბობს, რომ ბავრის საჯარო სკოლა გადაუდებლად საჭიროებს კაპიტალურ რემონტს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის შენობა

როგორც GUARDIANGE-ის ჯულიეტა შირინიანმა განუცხადა, იგი მაქსიმალურად შეეცდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით  საქართველოში დაწყებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროგრამაში დროულად ჩართოს ბავრის საჯარო სკოლა, რომელსაც წლების წინათ სპონსორების დახმარებით მიაშენეს გარკვეული ფართი და სადღეისოდ მხოლოდ ეს ნაწილი არის გარემონტებული.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯულიეტა შირინიანი მოსწავლეებთან ერთად

„თავადაც უყურებთ, რა მდგომარეობაშია სკოლა. 1960 წელსაა აშენებული და მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. კედლები დანესტიანებულია, ბათქაში ჩამოყრილი, ყველაფერი თავიდან ბოლომდეა გასაკეთებელი, თორემ ამ მდგომარეობით რა ავტორიზაცია უნდა გავიაროთ. არანაირ სტანდარტებში არ ჯდება ეს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯულიეტა შირინიანი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯულიეტა შირინიანი

„დიდი იმედი მაქვს, რომ დროულად მოხდება ჩვენი სკოლის ჩასმა იმ პროგრამაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღაიბაშვილის ინიციატივით ამოქმედდა და 800 სკოლის სრულ რეაბილიტაციას ან აშენებას ითვალისწინებს. ბავშვები და პედაგოგები ნამდვილად იმსახურებენ თანამედროვე სტანდარტების სკოლას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯულიეტა შირინიანი

„არადა, უნიჭიერესი ბავშვები გვყავს. მთელი ჩემი პედაგოგიური ცხოვრების განმავლობაში ვცდილობ მოსწავლეებს შევაყვარო ქართული ენა, ლიტერატურა, კულტურა, ვასწავლი ქართულ ლექსებს, სიმღერებს – დამყავს ექსკურსიებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ვაცნობ უძველეს ქართულ კულტურას და ისტორიას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები გაკვეთილზე
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები გაკვეთილზე
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ჯულიეტა შირინიანი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მე-4 კლასის გაკვეთილზე

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯულიეტა შირინიანი კოლეგებთან

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს და ქალბატონ თამარ ტალიაშვილს, თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს, ამჟამად, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელთა დახმარებითაც 2016 წელს ჩვენი სკოლის ბავშვების თბილისში ექსკურსია დაფინანსდა. თვალებს არ ვუჯერებდით, როცა დიდი ავტობუსი მოგვადგა სკოლის კარებზე და თბილისში წაგვიყვანა. ეს დღე ყველასათვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.

„ახლაც, თუ ვინმე გამოგვიჩნდება სპონსორი, მაგალითად ისევ თბილისის საკრებულო და ახლანდელი თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ტყემალაძე და დაგვეხმარება იმაში, რომ საახალწლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეები დედაქალაქში წავიყვანოთ, უზომოდ მადლიერები დავრჩებით. ვერ წარმოიდგინეთ, რამხელა რამე იქნება ეს ბავშვებისთვის; საახალწლოდ მორთული თბილისი, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები მათ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ“, – უთხრა GUARDIANGE-ის ჯულიეტა შირინიანმა.

დაბლა ვიდეოზე: ბავრის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ქართულ ენაზე კითხულობენ ლექსს

დაბლა ვიდეოზე: ბავრის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ქართულ სიმღერებს ასრულებენ (ვიდეო გადაღებულია 2023 წლის დეკემბერში).

დაბლა ვიდეოზე: ბავრის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები ქართულ ენაზე ამბობენ ლექსებს და ქართულ სიმღერებს ასრულებენ (ვიდეო გადაღებულია 2023 წლის მაისში).

დაბლა, GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯულიეტა შირინიანი სოფელ ბავრაში, საკუთარი სახლის ეზოში – იგი  თავისუფალ დროს დაკავებულია სოფლის მეურნეობით, უვლის მცენარეებს, ყვავილებს, მოჰყავს კარტოფილი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბავრა

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯულიეტა შირინიანი სოფელ ბავრაში, საკუთარი სახლის ეზოში

GUARDIANGE წარმატებას უსურვებს სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ ჯულიეტა შირინიანს პედაგოგიურ და სკოლის დირექტორის თანამდებობაზე საქმიანობაში.

ბოლო სიახლეები