spot_img
Wednesday, December 25, 2024
1.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკაეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ბორჯომის, ბაკურიანის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ზუგდიდის, ბათუმის, მცხეთის, მესტიისა...

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ბორჯომის, ბაკურიანის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ზუგდიდის, ბათუმის, მცხეთის, მესტიისა და ყაზბეგის ურბანული განვითარების კონცეფციები განიხილეს – 5-წლიანი პროგრამისთვის 1 მლრდ ლარი არის გამოყოფილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მდებარეობათა ურბანული განვითარების კონცეფციები განიხილეს. პროგრამა პრემიერის გადაწყვეტილებით 2023 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია 10 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, მესტია და ყაზბეგი. შემუშავებული კონცეფციების საფუძველზე 9 მუნიციპალიტეტში უკვე ეტაპობრივად დაიწყება მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ბაკურიანის არეალზე დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5-წლიანი პროგრამისთვის 1 მლრდ ლარი არის გამოყოფილი.

საუბრისას აღინიშნა, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე სამუშაო ადგილების შექმნას.

მთავრობის მეთაურმა ასევე მოისმინა ინფორმაცია მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობათა შესახებ. საკითხის მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაესვა, რომ ღონისძიება საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება.

ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს გონიოს განვითარების გეგმა. წარმოდგენილი კონცეფციის მიხედვით განხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ტერიტორიის მდგრადი განვითარების მიზნით, რომელიც მოიცავს სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსებს, სავაჭრო ცენტრებს, სარეკრეაციო და სპორტულ ინფრასტრუქტურას, ჭარბტენიან ლანდშაფტებს. პროექტის განხორციელების პერიოდში რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ბოლო სიახლეები