მთავარიგანათლებაახალქალაქის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორი მარგო ბალასანიანი: სკოლის სტრატეგიას 21-ე საუკუნის...
ახალქალაქის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორი მარგო ბალასანიანი: სკოლის სტრატეგიას 21-ე საუკუნის კომპეტენტური მოქალაქის ჩამოყალიბება წარმოადგენს
GUARDIANGE – ჩვენი სკოლის სტრატეგიას 21-ე საუკუნის კომპეტენტური მოქალაქის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც შეიარაღებული იქნება ცოდნით, განვითარებული ექნება მრავალმხრივი შესაძლებლობა, ორიენტირებული იქნება პროფესიონალიზმზე, იქნება კონკურენტუნარიანი, სოციალურად ინტეგრირებული, მიზანდასახული და ამასთან, პატრიოტული სულისკვეთების მქონე, – ამის შესახებ GUARDIANGE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მათემატიკის უფროსმა მასწავლებელმა, მარგო ბალასანიანმა განუცხადა.
მისი შეფასებით, სკოლის მისია უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და ეროვნული სკოლის ძირითადი მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
„პროექტის განსახორციელებლად საჭირო რესურსები:
• არსებული სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის უწყვეტობა
გაუმჯობესება
• საგანმანათლებლო პერსონალის ახალი გამოცდილი კადრებით შევსება
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
• კომპიუტერული ტექნიკის დასრულება
• თანამედროვე მოწყობილობებისა და აღჭურვილობის შეძენა
• ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების უწყვეტი შევსება და ამ უკანასკნელის გამოყენების გაფართოება სასწავლო პროცესში
სტრატეგიის განხორციელების გასაღებია:
გამოცდილი პედაგოგიური გუნდი,
მონაწილეობითი და თანამშრომლობითი მუშაობა,
საყოველთაო ინკლუზიური განათლების განხორციელება“, – აცხადებს მარგო ბალასანიანი.
დირექტორის თქმით, ნორმალური სასწავლო პროცესის წარმართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის გარემოს, თუ რამდენად არის კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურა. ამ მხრივ კი, მიასნიკიანის საჯარო სკოლაში, გასულ წლებში, არაერთი სამუშაო შესრულდა.
„განახლდა სკოლის მთავარი შენობა, მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, სკოლის ფართი შემოღობილია. შენობის ფუნქციონირება უსაფრთხო მუშაობის ნორმებთან შესაბამისობაშია, დამონტაჟებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. ყველა კლასი აღჭურვილია საკმაოდ კარგი ინვენტარით“, – განაცხადა მარგო ბალასანიანმა.
მისი თქმით, მასწავლებლებმა პანდემიის პერიოდში გაიუმჯობესეს კვალიფიკაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და შეძლეს დისტანციური სწავლების სწორად განხორციელება.
„დღეს ისინი კვლავ ასრულებენ ჰიბრიდულ სამუშაოს, საჭიროებების შესაბამისად, ყველაზე ოსტატურად იყენებენ MS Teams-ის პლატფორმას დისტანციურად, მთელი თავისი შესაძლებლობებით; ძალიან კარგად იყენებენ არსებულ ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსებს, ასევე თავადაც ქმნიან რესურსებს“, – უთხრა GUARDIANGE-ის მარგო ბალასანიანმა.
დირექტორის შეფასებით, სასწავლო გარემოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ეფექტური შედეგის მისაღწევად.
„სასწავლო გარემო არის სპეციალურად ორგანიზებული შესაძლებლობების, პროცესებისა და სოციალური ურთიერთქმედების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსწავლის პიროვნულ-პროფესიული განვითარებისათვის საჭირო რესურსებით, ასწავლოს მოსწავლეს და მოახდინოს მასზე საგანმანათლებლო გავლენა.
თანამედროვე საგანმანათლებლო გარემო აერთიანებს განათლების სისტემას ყველა ელემენტს და იძლევა სასწავლო პროცესის სხვადასხვა მექანიზმისა და ინსტრუმენტის გაერთიანების საშუალებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კომფორტული, მიმზიდველი, მოტივირებული სასწავლო გარემო. საჯარო სკოლის 2021-2026 წლების განვითარების გეგმაში ასახულია სასწავლო გარემოს სრულყოფის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები“, – აცხადებს დირექტორი.
ბალასანიანის ინფორმაციით, შიდა შეფასებისთვის ჩატარებული გამოკითხვა ადასტურებს, რომ სკოლაში არ ფიქსირდება მოსწავლეზე ძალადობის, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის, ფიზიკური დაზიანებების შემთხვევები და ბავშვები, ისევე როგორც მათი მშობლები, დარწმუნებულები არიან, რომ სკოლაში კარგად არიან დაცულნი და ჯანსაღი მორალურ-ფსიქოლოგიური ატმოსფეროა შექმნილი.
მარგო ბალასანიანის თქმით, მოსწავლეების ჯანმრთელობა მუდმივი საზრუნავია, დაცულია ეპიდემიის საწინააღმდეგო წესები. მიმდინარეობს საკლასო ოთახების დეზინფექცია. საჭიროების შემთხვევაში, კლასი ოპერატიულად გადადის დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა ბოლო პერიოდში ამის აუცილებლობა არ დამდგარა დღის წესრიგში.
დირექტორის განცხადებით, დიდი ყურადღება ექცევა სასკოლო აქტივობებს და თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, გარემოს გამდიდრებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ახალი, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით შევსებას, უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვას, ინვესტიციას სასწავლო პროცესში, მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას და მოდერნიზაციას, მედიაწიგნიერების მნიშვნელობას და განვითარებას, მენტორული სისტემის დანერგვას; გარემოს უწყვეტ განვითარებას, რომელიც უფრო მძლავრ ბიძგს აძლევს მოსწავლეებს, ხელს უწყობს სწავლის ხარისხის ამაღლებას, უზრუნველყოფს გართობას და კლასგარეშე განათლების წახალისებას.
„ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედია სკოლის განვითარების ახალი გზების მოძიება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის ჰარმონიულ განვითარებას, ქმედუნარიანი მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება ღრმად შეგნებული ეროვნული ღირსება, ეროვნული ღირებულებები, მათი დაფასებისა და შენარჩუნების პასუხისმგებლობა და რომელიც შეძლებს საზოგადოებაში ინტეგრირებას, ექნება თავისი პოტენციალისა და პრეფერენციების შესაბამისი პროფესიული ორიენტაცია“, – განუცხადა GUARDIANGE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მარგო ბალასანიანმა.