spot_img
Wednesday, December 25, 2024
1.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკაირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა

აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც არის ქართული ინიციატივა. 2021 წელს მე ბრიუსელში ჩავიტანე ეს პროექტი, როგორც ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტის სახით და მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ პროექტში ჩაერთო ჩვენი მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი, მეგობარი რუმინეთი და უნგრეთი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან.

„ჩვენ ძალიან მალე გვექნება საბოლოო დასკვნა სახეზე და უკვე გადავალთ შემდგომ ეტაპზე.

რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უკვე ანაკლიის პორტის განვითარებაზე, გადავედით მეორე ეტაპზე, შერჩევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ორი კომპანია არის გამოკვეთილი, ორი გიგანტი კომპანია არის გამოკვეთილი, უახლოეს რამდენიმე თვეში დასრულდება შერჩევის პროცესი და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მშენებლობაზე. ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა და აქაც, 51 პროცენტი იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, დანარჩენი იქნება ინვესტორის ვალდებულება, რომ შესაბამისი ინვესტიციები მოიზიდოს. ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი სამაგალითო მთელს შავი ზღვის აკვატორიაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები