spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ...

ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების, ან ჩვენი ქვეყნის გამოყენების სანქციების ასარიდებლად

მინდა შევეხო სანქციების აღსრულების საკითხს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ წლის განმავლობაში მუსირებდა და ძალიან ბევრი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ჩვენ ყველამ ერთად, ესეც გაქარწყლებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენი თვის წინ ჩამოსული იყო საქართველოში მაღალი დონის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი ბატონი ო ბრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი, რომელთაც ღიად, საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში.

„ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არც ერთი წუთით არ დაგვიკლია მცდელობა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში არ ვყოფილიყავით, პირიქით, შეიძლება ითქვას, ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ღიად ვთანამშრომლობდით ჩვენს მეგობარ პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვიყავით სრულ კოორდინაციაში. მე ვფიქრობ, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის რეალური მხარდამჭერები, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ევროპელი, დასავლელი, ამერიკელი მეგობრები არიან სრულად ინფორმირებულნი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის, ამოცანისა და მიზნების შესახებ და არავითარი კითხვები აღარ არსებობს.

მე მინდა შევეხო სანქციების აღსრულების საკითხს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ წლის განმავლობაში მუსირებდა და ძალიან ბევრი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ჩვენ ყველამ ერთად, ესეც გაქარწყლებულია. რამდენი თვის წინ, მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოსული იყო საქართველოში მაღალი დონის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი ბატონი ო’ბრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი, რომელთაც ღიად, საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების, ან არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის გამოყენების სანქციების ასარიდებლად. ჩვენ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავეთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, კიდევ გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას. ეს ასეც მოხდა. ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, ყველა ასეთი საფრთხის დროული იდენტიფიცირება მოვახდინეთ, 1000-მდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული, 1000-მდე შემთხვევა სანქციების თავიდან არიდების, ოღონდ ეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც იგზავნებოდა ევროპიდან რუსეთის მიმართულებით და ჩვენ იმავე წამს, დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ. ასეთი 1000 შემთხვევა გამოვლინდა ჩვენს მიერ ევროპულ სახელმწიფოებში წინასწარ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ფინანსთა სამინისტრო და მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლაშა ხუციშვილს და მის შესაბამის უწყებებს, დროული პრევენციები მოახდინეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები