spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვაპროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პროექტი „ჩვენი ჯარი’’ გრძელდება. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და „ჩვენი ჯარის“ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეობების შესახებ. სტუდენტებმა კოდექსთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ბოლო სიახლეები