spot_img
Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვაჯუანშერ ბურჭულაძე: „ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი...

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა“

„ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ თავდაცვის უწყების წინააღმდეგ მომზადებულ რეპორტაჟზე და აღნიშნა, რომ ასეთი მადისკრედიტებელი მასალები ჯარის წინააღმდეგ არასდროს დარჩება რეაგირების გარეშე. მისი განმარტებით, თავდაცვის სამინისტროში ხარისხის კონტროლს 4 ქვედანაყოფი აწარმოებს. „ჩვენ 4 სხვადასხვა მექანიზმი შევქმენით ხარისხის კონტროლის, ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა მიიღოს საუკეთესო პროდუქტი. ასევე, არსებითად გავაუმჯობესეთ საკვები პროდუქტის ხარისხი – შედის ქართული გაუყინავი ხორცი, ისეთი მომწოდებლის მიერ მოწოდებული ყველი, რომელიც საქართველოში ყველაზე ძვირფას სუპერმარკეტს ამარაგებდა. ეს არის რეალობა. ჯარში დღეს შემოდინება გვაქვს ისეთ ნიშნულზე, რაც არ ყოფილა ბევრი წლის განმავლობაში. ეს არის კონკრეტული პასუხი დისკრედიტაციაზე, რასაც ეწევიან ჩვენი ოპოზიციური არხები. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ მოვითმენთ და ყოველთვის ვეცდებით ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც ეწევიან სახელმწიფოს დისკრედიტაციას“,- განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კონტროლის მექანიზმზე ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა: „ჯარის კვება იმდენად სენსიტიური თემაა, 4 ქვედანაყოფი: გენერალური ინსპექცია, სამხედრო პოლიცია, ჩვენი კვების კომპანიის ზედამხედველობის დეპარტამენტი და ასევე, ჩვენ მიერ შექმნილი დეპარტამენტი – აი, ამ ოთხი მექანიზმით კონტროლდება ჯარის კვება. წარმოიდგინეთ, რომელიმე ქვედანაყოფში რომ გაფუჭებული ულუფა მოხვედრილიყო, ამაზე პირველ რიგში, რეაგირებას თვითონ ჯარი გააკეთებდა. დამატებით, ჩვენ თავად ჯარიც ჩავრთეთ ამ პროცესში, რომ კიდევ ერთი მექანიზმი შეგვექმნა. ამის იქით არ არსებობს რამე მექანიზმი თეორიულად, რაც შეგვეძლო მოგვეფიქრებინა ხარისხის კონტროლისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები