spot_img
Wednesday, December 25, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვაეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დაიწყო

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა. მსმენელებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლოზ მელქაძე და ესტონეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, პიიტერ პალსი მიესალმნენ, კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატება უსურვეს. ნიკოლოზ მელქაძემ ესტონურ მხარეს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

კურსის მიმართ გაზრდილი ინტერესისა და მასში განხილული თემების აქტუალურობიდან გამომდინარე, „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ წელს მეორედ ტარდება, რომელშიც სამთავრობო უწყებების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სემინარის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში ისინი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებზე, ეროვნულ, რეგიონულ თუ გლობალურ კონტექსტში უსაფრთხოების გამოწვევებსა და მზარდ საფრთხეებზე, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღებენ. მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ სიმულაციურ თამაშებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები