მთავარიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე... საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, იმ ხალხის დაბრუნება,...
მიხეილ სააკაშვილი: ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე… საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, იმ ხალხის დაბრუნება, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით ნაც. მოძრაობის წინაშე
“გუშინდელი ღონისძიება იყო ბრწყინვალედ ჩატარებული და იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის.
უმაგრესი გამოსვლები იყო ლევან ხაბეიშვილის, გიორგი ვაშაძის, გია ხარჩილავას, თიკა ბოკუჩავასა და სხვების.
რაც შეეხება მანიფესტს, მთლიანად ვეთანხმები მის ტექსტს ერთი არსებითი მოსაზრების გათვალისწინებით. ერთი მხრივ, არჩეული ორგანოები უდავოდ ლეგიტიმურია, მეორე მხრივ, მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით ნაც მოძრაობის წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ.
მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.