spot_img
Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვამუხროვანში სპეციალური ოპერაციების სარდლობის დღე აღნიშნეს

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების სარდლობის დღე აღნიშნეს

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს. სწავლება რეიდს, ცეცხლის კოორდინაციას, ობიექტის წმენდას, მძევლის გათავისუფლებასა და ობიექტის აფეთქებას ითვალისწინებდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები – გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით – „გიორგი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, „უმწიკვლო სამსახურისთვის“ II და III ხარისხის მედლებით, საშტატო იარაღითა და ტაქტიკური დანებით დააჯილდოვეს.

მოწვეულმა სტუმრებმა მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაც დაათვალიერეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების სარდლობა მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება 3 ძველი შენობის რეაბილიტაცია.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები