spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარისამართალიაშშ-ში ქართული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და მისი თანამოაზრეები გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ში ქართული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და მისი თანამოაზრეები გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურორის, დემიან უილიამსის და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ნიუ იორკის განყოფილების დირექტორის თანაშემწის, ჯეიმს სმიტის განცხადებით, დაკავებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე „ნათან იუსუპოვი“, კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე, იგივე „თავა“ და დავით ტიკარაძე, იგივე „დათო“.

„როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, გაბადაძე, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და მისი თანამოაზრეები მსხვერპლს თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკური ძალადობით ემუქრებოდნენ“, – განაცხადა პროკურორმა დემიან უილიამსმა.

საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ დაახლოებით 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაბადაძე, კაცაძე, თავბერიძე და ტიკარაძე მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.

41 წლის გაბადაძეს, 45 წლის კაცაძეს, 54 წლის თავბერიძეს და 53 წლის ტიკარაძეს, რომლებიც საქართველოს ქალაქ ქუთაისიდან არიან, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის ოფიციალურ რელიზში წერია, რომ მაქსიმალური პოტენციური სასჯელი ამ საქმეში დაწესებულია კონგრესის მიერ და აქ მოცემულია მხოლოდ ინფორმაციული მიზნით, რადგან ბრალდებულთა ნებისმიერ სასჯელს განსაზღვრავს მოსამართლე.

 

ბოლო სიახლეები