spot_img
Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაპაველ ჰერჩინსკი: სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის...

პაველ ჰერჩინსკი: სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია

სააკაშვილის თუ სხვების შეწყალების ან არშეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ხელშია. მე არაფრის თქმა არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, გამოიყენებს თუ არა თავის კონსტიტუციურ უფლებას.

„ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია, გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს ამ უფლებას“, – განაცხადა ჰერჩისკიმ.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 წევრი ქვეყნის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. იმედი მაქვს, პოზიტიური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება 15 დეკემბერს, ხელს შეუწყობს პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციას. ევროკავშირის მხრიდან ეს ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება, რომ კარები ევროკავშირის წევრობისთვის ღიაა საქართველოსთვის და საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა ისარგებლოს ამით, რათა სწრაფად წავიდეს წინ საჭირო რეფორმების გასატარებლად. არსებობს სახელმძღვანელო ახლად გამოვლენილი ცხრა ნაბიჯის სახით. ვიმედოვნებთ, რომ წინსვლა რაც შეიძლება მალე იქნება არჩევნებამდე. არ უნდა დაველოდოთ არჩევნებს. საჭიროა. რაც შეიძლება სწრაფად დაუახლოვდეთ ევროკავშირს, რათა გამოიყენოთ კანდიდატის სტატუსის სარგებელი, რათა შემდეგ ნაბიჯებზე გადავიდეთ და პროცესი დავაჩქაროთ. ჩვენ შეგვეძლება, აღვნიშნოთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, სხვადასხვა თავების დახურვა და შემდეგ საქართველოს სრულუფლებიანი გაწევრიანება ევროკავშირში“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

ბოლო სიახლეები