spot_img
Wednesday, December 25, 2024
1.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვამე-4 ქვეით ბრიგადას სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

მე-4 ქვეით ბრიგადას სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს. ვაზიანის სამხედრო  ბაზაზე თბილისის, რუსთავისა და საგარეჯოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. 

საპილოტე საგნის „სამხედრო საქმე“ პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებს  ბაზის  ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერებისა და  ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.  სამხედრო მოსამსახურეებმა სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია გააცნეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები გაიხსენეს. დღის ბოლოს, მოსწავლეები ბრიგადის სასადილოს ეწვივნენ,  სადაც  „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს. 

საგნის „სამხედრო საქმე“ სწავლება საქართველოს სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ძალისხმევით დაინერგა.  საწყის ეტაპზე საპილოტე პროგრამაში მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლა ჩაერთო. საგნის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს პროექტმა უფრო  მასშტაბური სახე მიიღო.

საქართველოს  სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების    ვიზიტები   რეგულარულად  ხორციელდება.  მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის  პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

ბოლო სიახლეები