spot_img
Thursday, December 26, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვასაქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე სომეხ კოლეგას სურენ პაპიკიანს შეხვდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი სომხეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სურენ პაპიკიანმა ხელი მოაწერეს უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები