spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებიახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხულგუმო-კულიკამის საავტომობილო გზაზე ასფალტი იგება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხულგუმო-კულიკამის საავტომობილო გზაზე ასფალტი იგება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიასთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დღეს სოფელ ხულგუმოს ეწვივნენ და ხულგუმო-კულიკამის საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოებს გაეცნენ.​

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 058 000 ლარს შეადგენს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს კომპანია შპს “ჯავახავტოგზა” ასრულებს.

ბოლო სიახლეები