spot_img
Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკალევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა, აღმასრულებელ მდივნად კი,...

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა, აღმასრულებელ მდივნად კი, ირაკლი ნადირაძე წარადგინა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა, ხოლო აღმასრულებელ მდივნად ირაკლი ნადირაძე წარადგინა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ასე განვაცხადე მაშინაც, როდესაც მოვედი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და შემოვუერთდი პარტიას. ჩემთვის დიდი პატივია ვიბრძოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან და უკვე თბილისის ორგანიზაციასთან ერთად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებაში. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც წარმოადგენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თბილისის ორგანიზაციას, ჩვენს ამომრჩევლებს, რომ დღეიდან ისინი კიდევ ერთი წარმომადგენლით გაძლიერდებიან ჩემი სახით.

მე ვიქნები ყველგან, სადაც დაჭირდება ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, ვიდგე მათ გვერდით, სწრაფად გავიარო ის პროცესი, რომ ამ ორგანიზმში სწრაფად მოვახერხო ადაპტირება და შემდეგ უკვე ჩვენს დაუღალავ, გმირ ამომრჩევლებთან ვიბრძოლოთ იმ პრინციპებისთვის, რომელიც გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

ბოლო სიახლეები