spot_img
Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაIRI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვას მხოლოდ „ქართული ოცნება“...

IRI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვას მხოლოდ „ქართული ოცნება“ (25%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (13%) შეძლებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25 პროცენტი – „ქართულ ოცნებას“, 13 პროცენტი კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, პასუხები ასე გადანაწილდა: „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ – 4%; „სტრატეგია აღმაშენებელი-გიორგი ვაშაძე“- 3%; „ხალხის ძალა“ – 1%; „ლელო“ – 2%; „გირჩი“ – 3%; „„გირჩი“ და „დროა“ – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია“ – 2%; „ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი“ – 2%; „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი – 2%; „ხალხისთვის“ – ანა დოლიძე – 2%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%; „კონსერვატიული მოძრაობა“ – ალტ ინფო – 1%; „ევროპული საქართველო“ – გიგა ბოკერია – 1%-ზე ნაკლები; სხვა – 1%.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%-ს.

ბოლო სიახლეები