spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაშალვა პაპუაშვილი: 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ყოფილი დეპუტატების პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება

შალვა პაპუაშვილი: 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ყოფილი დეპუტატების პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება

მომავალი წლიდან პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღეს არსებული სისტემით, პარლამენტის ყოფილი წევრის ანაზღაურების 1/3 არის პენსია, თუმცა ჭერი არის 560 ლარი.

„დღეს არსებული სისტემით ანაზღაურების 1/3 არის პენსია, თუმცა ჭერი არის 560 ლარის ოდენობით. ეს ზედა ზღვარი იცვლება, ეს არის იგივე მუხლი, რომელიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ. – ბევრ სეგმენტს ფარავს. ეს ჭერი 1000 ლარამდე იზრდება. ასე რომ, პარლამენტის ყოფილ წევრებსაც შეეხებათ ეს ცვლილება. 1-ელი იანვრიდან პენსია 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. დღეს პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარი იმიტომაა, რომ დადგენილია ჭერი 560 ლარი. წესით უნდა იყოს ხელფასის 1/3, თუმცა ვინაიდან ჭერი 560-ია, ამას ვერ სცდება. ჭერი ბიუჯეტით 1000 ლარამდე იზრდება. შესაბამისად, პენსია იქნება 1000 ლარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები