spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებიცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

პროექტის ფარგლებში მოეწყო კომფორტული სასწავლო-სააღმზრდელო სივრცე შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვლილია 30 აღსაზრდელზე. უახლოეს პერიოდში მოხდება საბავშვო ბაღის ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

დასრულებული პროექტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, მოადგილესთან- ალუდა თუთისანთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან-ლევან ზალკალიანთან, მერის მოადგილეებთან მამუკა ხიმშიაშვილთან, რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან- ჭაბუკი ჭაბუკიანთან, მოადგილეებთან რეზო ხეცურიანთან და გიორგი გუგავასთან ერთად მოინახულა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ასევე დაგეგმილია 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები