spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოდიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქამერონი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქამერონი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

GUARDIANGE – დიდი ბრიტანეთის ყოფილი „კონსერვატორი“ პრემიერ-მინისტრი დევიდ ქამერონი, რომელიც 2010-2016 წლებში ხელმძღვანელობდა მთავრობას, პოლიტიკაში ბრუნდება და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იბარებს. ქამერონმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ეთანხმება რიში სუნაკის „ცალკეულ გადაწყვეტილებებს“, მას სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ძლიერი და უნარიანი ლიდერია.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წინა ხაზის პოლიტიკის მიღმა ვიყავი, იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება – როგორც „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერისა თერთმეტი წლის განმავლობაში და პრემიერ-მინისტრისა ექვსი წლის განმავლობაში – საშუალებას მომცემს პრემიერ-მინისტრის დახმარებაში“, – განაცხადა ქამერონმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პირველი ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ვინც 1970-იანი წლების შემდეგ მთავრობაში დაბრუნდა.

პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის მინისტრთა კაბინეტში სხვა საკადრო ცვლილებებიცაა. მან თანამდებობიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრეივერმანი, რომელსაც ჯეიმს ქლევერლი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი შეცვლის.

ბოლო სიახლეები