spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაახალქალაქის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ლალი კობაიძე: დღეს აქ...

ახალქალაქის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ლალი კობაიძე: დღეს აქ ყველა და ყველაფერი ჩემად მიმაჩნია, მაგრამ… მომავალი გვიჩვენებს, კიდევ რამდენ ხანს შევრჩები აქაურობას

ლალი კობაიძემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლად მუშაობა ვალეს N2 რუსული საჯარო სკოლის დახურვის შემდეგ, 2012 წელს დაიწყო.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე

როგორც მან GUARDIANGE-ის უთხრა, ახალი სამუშაოს გამო, სამი მცირეწლოვანი შვილის „ბედის ანაბარა დატოვება“ და სამცხე-ჯავახეთის, მისთვის მანამდე სრულიად უცნობ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად წასვლა მოუწია, სადაც ენთუზიაზმით შეუდგა სომხურენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებას და 12-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის შედეგებით კმაყოფილია, რადგან მისმა არაერთმა მოსწავლემ წარმატებით განაგრძო სწავლა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და სკოლას მადლობის სიგელიც კი მიუვიდა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე

ქალბატონ ლალის „ძალიან მწარედ“ ახსენდება გაჭირვების, შიმშილის, მონატრებული და მარტო დარჩენილი შვილების პირველი დღეები და წლები, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან თავს ბედნიერად მიიჩნევს, რადგან შვილებმაც და მისმა მოსწავლეებმაც წარმატებას მიაღწიეს, პრობლემები და გაჭირვება უკან დარჩა, დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა აქვს როგორც კოლეგების, ისე სოფლის მცხოვრებლებისგან და „ყველა და ყველაფერი მისად მიაჩნია“, მაგრამ დაზუსტებით მაინც ვერ ამბობს, „კიდევ რამდენ ხანს შერჩება აქაურობას“.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე

GUARDIANGE-იმ რამდენიმე შეკითხვით მიმართა სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვან მასწავლებელს, ქალბატონ ლალი კობაიძეს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე

GUARDIANGE: ქალბატონო ლალი, რამ გადაგაწყვეტინათ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში მუშაობის დაწყება? მანამდე სად მუშაობდით და რატომ დატოვეთ წინა სამუშაო ადგილი?

ლალი კობაიძე: 1989 წელს დავიწყე მუშაობა  ახალციხის რაიონის დაბა ვალეს N2 რუსულ საშუალო სკოლაში (იმ დროს სკოლას საშუალო ერქვა) ქართული ენის მასწავლებლად. 2012 წელს, პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, დაიხურა რუსული სკოლა და დავრჩი სამსახურის გარეშე. დავიწყე ახალი სამუშაოს ძებნა და აღმოვჩნდი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში. ეს, ის პერიოდია, როცა აქტიურად დაიწყო სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე კოლეგებთან ერთად

GUARDIANGE: როგორ გაიხსენებთ აქ ამოსვლის პირველ დღეებს, წლებს? რამდენად რთული იყო ეს პერიოდი თქვენთვის? სავარაუდოდ, ძირითადად ოჯახის წევრებისგან მოწყვეტილი ცხოვრობდით/ცხოვრობთ აქ, რაც ალბათ, კიდევ უფრო მეტად გიძნელებდათ/გიძნელებთ იმ გამოწვევების გამკლავებას, რის წინაშეც იდექით/დგახართ?

ლალი კობაიძე: „დავტოვე“ სამი მცირეწლოვანი შვილი ბედის ანაბარა, დამხმარეც არავინ მყავდა. პირველ წლებში ძალიან გამიჭირდა, სულ გზაში ვიყავი, არ იყო ბუნებრივი გაზი სოფელში, შეშა ტომრებით მომქონდა სახლიდან და ასევე, ერთი კვირისთვის სამყოფი გამზადებული საჭმელიც.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე კოლეგებთან ერთად

ჩემი ცხოვრების დევიზია – „ყველაფერი კარგად იქნება“ – და, საბედნიეროდ, ასეც არის. საუკეთესო და თითით საჩვენებელი შვილები მყავს. სამივემ თავიანთი ცოდნით და დაუღალავი შრომით მიაღწია წარმატებას. უფროსი ქალიშვილი რუსუდანი, ბათუმში „საქართველოს ბანკში“ ფინანსისტია, უმცროსი ქალიშვილი, მარიამი, ბათუმის იუსტიციის სახლის მთავარი სპეციალისტია, ხოლო ვაჟმა, საბამ წარმატებით დაამთავრა გორის დავით აღმაშენებლის სახელობის სამხედრო აკადემია და ამჟამად მაგისტრატურაში სწავლობს. თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე

GUARDIANGE: რა როლი შეასრულეს თქვენმა მოსწავლეებმა, კოლეგებმა, სოფლის მცხოვრებლებმა მდგომარეობის შემსუბუქების მხრივ?

ლალი კობაიძე: სოფლის და სკოლის თბილმა გარემომ მომიყვანა დღემდე, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა იმაში, რომ ისევ აქ, სოფელ კორხში ვეწევი ჩემს პედაგოგიურ საქმიანობა. თუმცა, ძალიან მწარედ მახსენდება გაჭირვების, უხელფასობის, შიმშილის, მონატრებული და მარტო დარჩენილი შვილების პირველი დღეები და წლები, მაგრამ ბოლო კეთილია, ახლა აქ ყველა და ყველაფერი ჩემად მიმაჩნია. დრო ყველაფრის მკურნალია. ყველა ის პრობლემა და გაჭირვება უკან დარჩა, უკეთეს პირობებში ვცხოვრობ. დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა მაქვს სოფლის მცხოვრებლებისგანაც.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან (ხელმარცხნივ) და ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე (ხელმარჯვნივ) სკოლის ეზოში

GUARDIANGE: როგორ შეაფასებდით კორხის საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების მხრივ დღეს არსებულ მდგომარეობას? რამდენად არის სახეზე პროგრესი და რაში გამოიხატება ეს?

ლალი კობაიძე: ქართული ენის სწავლების მხრივ, წინა წლებთან შედრებით, საკმაოდ კარგი მდგომარებაა. სკოლას ჰყავს პროფესინალი პედაგოგები, ეტალონელი მოსწავლეები, მოსწავლეები მონაწილეობენ აგრეთვე, სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში და რაიონულ სპორტულ შეჯობრებებში. არის ქართული ენის წრეები და ტარდება ღონისძიებები. ბოლო 4 წელია მყავს აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმატებული სტუდენტები არიან და სკოლას მადლობის სიგელიც კი მოუვიდა. მასწავლებლის წარმატება, თვით წარმატებული მოსწავლეა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან

GUARDIANGE: როგორი მოლოდინი გაქვთ მასწავლებლის პროფესიის მიმართ? მომავალში, რამდენად შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს მისი როლი?

ლალი კობაიძე: მე თვითონ პედაგოგის ოჯახში გავიზარდე. დედა პედაგოგი მყავდა. სულ სხვა გეგმები და ოცნებები მქონდა, მაგრამ დედის დაჟინებული თხოვნით მეც პედაგოგის პროფესია ავირჩიე. მასწავლებელი ყოველთვის დაფასებული იყო და იქნება, თუმცა მას მეტად განვითარება და დაფასება სჭირდება. სამომავლოდ, ვფიქრობ, მასწავლებლის როლი სკოლაში და საზოგადოებაში, დღევანდელობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაიზრდება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე

GUARDIANGE: რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რომელსაც დღეს მასწავლებელი აწყდება, განსაკუთრებით ისეთ მაღალმთიან რეგიონში, როგორიც ახალქალაქია და რა უნდა გაკეთდეს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

ლალი კობაიძე: ჯავახეთში ქართულის მასწავლებლებლები უმრავლესობა ჩამოსული პედაგოგები ვართ. ცოტაოდენი მხარდაჭერა და ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან კარგი იქნებოდა. ტრანსპორტის, საწვავი შეშის, გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებს საკუთარი სახსრებით ვიხდით. კლიმატურად ასეთ რთულ რეგიონში, სადაც ზამთარი დიდხანს გრძელდება, ეს ხარჯები საკმაოდ დიდია და კარგი იქნებოდა თუკი სახელმწიფო გარკვეულ შეღავათს გაუწევდა ასეთ რეგიონებში მცხოვრებ პედაგოგებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე

GUARDIANGE: როცა აქ იწყებდით მუშაობას, რამდენი ხნით ფიქრობდით დარჩენას და ახლა რას ფიქრობთ ამაზე, როდემდე შეიძლება განაგრძოთ კორხის საჯარო სკოლაში მუშაობა?

ლალი კობაიძე: ისევ აქ, სოფელ კორხში ვეწევი ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას, რადგან სოფლის და სკოლის თბილმა გარემომ მომიყვანა დღემდე. ყველა პრობლემა და გაჭირვება უკან დარჩა. უკეთეს პირობებში ვცხოვრობ. დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა მაქვს სოფლის მცხოვრებლებისგანაც, მაგრამ მომავალი გვიჩვენებს, კიდევ რამდენ ხანს შევრჩები აქაურობას.

სტატია – ახალქალაქის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან: სკოლაში ინფრასტრუქტურა ძირითადად მოწესრიგებულია, თუმცა ასაშენებელია სპორტული დარბაზი და შესაცვლელია შენობის სახურავი – წაიკითხეთ აღნიშნულ ბმულზე.

ბოლო სიახლეები