spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვანატოს სამხედრო კომიტეტის წევრები უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნენ

ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები ნატოსაქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლებისდიდგორი 2023“ მიმდინარეობას გაეცნენ.

სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობაში სტუმრებმა სწავლების გენერალური შტაბისა და უწყებათშორისი ოპერაციული, ასევე, სიმულაციური ცენტრების მუშაობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს, ასევედიდგორი 2023“-ის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლისგან მიიღეს. „დიდგორი 2023“-ის ხელმძღვანელმა პირებმა ნატოს წარმომადგენლებს ეროვნული დონის სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესიც გააცნეს. „კრწანისში ვიზიტისას, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი JTEC-ში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალმაიორ გიორგი მათიაშვილთან, მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ნატოსთან და წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. JTEC-ის მეთაურმა სტუმრებს ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს მეხუთედ მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომის გამართვაც.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები