spot_img
Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ, წავიდეთ კომპრომისზე, ვესაუბროთ, მათ შორის, ამ...

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ, წავიდეთ კომპრომისზე, ვესაუბროთ, მათ შორის, ამ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი

რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ქალბატონი ურსულას რეკომენდაციას, მე ეს არაერთხელ მითხვამს და ჩვენი გუნდის ყველა წევრს უკლებლივ უთქვამს საჯაროდ, მათ შორის, პირველივე დღეს, მაშინ მაგალითად, როდესაც 12 რეკომენდაცია გამოაქვყენეს შარშან, მე გამოვედი ამ შენობაში, მივმართე ოპოზიციას, ვუთხარი, რომ ყველა კარი არის ღია, ჩვენ გვსურს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, ჩართულობა იყოს გარანტირებული, უზრუნველყოფილი, გამჭირვალე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პარლამენტმა შექმნა თითოეულ რეკომენდაციაზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფი.

„სამწუხაროდ, თქვენი პარტიის წარმომადგენლები არ ჩაერთნენ ამ სამუშაო ჯგუფებში და მე მინდა მოგიწოდოთ თქვენ, რომ კითხვით მიმართოთ თქვენი პარტიის წარმომადგენლებს – რატომ არ ჩაერთნენ, რატომ არ მიიღეს მონაწილეობა და რატომ ეწეოდნენ 12 თვის განმავლობაში მუდმივ საბოტაჟს და დესტრუქციულ ქმედებებს რატომ მიმართავდნენ. მთავარი კითხვის ადრესატი ამ შემთხვევაში უნდა იყოს თქვენი პარტია და თქვენი პარტიის ხელმძღვანელები, რატომ არ მიიღეს მათ მონაწილეობა. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ რომ, ჩვენი კარი არის ღია, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავრთოთ ოპოზიცია ამ პროცესში, რომ პროცესი იყოს გარანტირებული, ინკლუზიური და გამჭირვალე, მაგრამ დღესაც მინდა გავიმეორო იგივე, ჩვენ ჩვენს სიტყვას არ ვცვლით. ჩვენ ვამბობთ, რომ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ, წავიდეთ კომპრომისზე, ვესაუბროთ, მათ შორის, ამ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ჩვენი მხრიდან ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯები სამწუხაროდ არ იღებს შედეგს და ვერ გამოიღო შედეგი. ეს ჯგუფები შეიქმნა, მაგრამ ჩვენ მარტოს მოგვიწია მუშაობა და მარტოს მოგვიწია შესრულება ამ რეკომენდაციების. აი ეს არის რეალობა ჩემო ძვირფასო.

ახლა მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული ენთუზიაზმით და უფრო მეტი ენერგიით შევუდგებით საქმეს. დანარჩენ რეკომენდაციებზე და სხვა აქცენტებზე, რაც იყო გაკეთებული მოვახდენთ რეაგირებას. ეს იქნება მყისიერი და ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო სიახლეები