spot_img
Thursday, December 26, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. გილოცავთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, გაიხსნას გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები მოლდოვასა და უკრაინასთან.

რაც შეეხება ბოსნია-ჰერცეგოვინას, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.

„ათი წლის წინათ დაიწყო პროტესტი მაიდანზე. ადამიანები დაიხოცნენ, მათ ცეცხლი გაუხსნეს, რადგან ხელში ეჭირათ ევროკავშირის დროშა და დღეს, ათი წლის შემდეგ, ისტორიული დღე გახლავთ, რადგან კომისია გასცემს რეკომენდაციას, საბჭომ დაიწყოს ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და გახსნას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. ასევე, საუბარი გახლდათ ბოსნია-ჰერცეგოვინაზე. როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ბოლო სიახლეები