spot_img
Monday, June 9, 2025
19.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი მკაცრად გმობს კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი...

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი მკაცრად გმობს კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი პირის დაკავებას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი პირის დაკავებას რუსეთის სასაზღვრო დაცვის მიერ კირბალში. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უკანონოა“, – აცხადებს ბორელი.

ბოლო სიახლეები