spot_img
Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვათავდაცვის მინისტრის მოადგილე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ლოჯისტიკის ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მან ლოჯისტიკის სარდლისგან უზრუნველყოფის ბატალიონის ახალი შტაბის შენობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

ბაზის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. 

ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. მიმდინარე წელს 20 ახალი ობიექტი აშენდა და 50 ობიექტი გარემონტდა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები