spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვათავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ

საარჩევნო ადმინისტრაცია ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების დანერგვასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ფართომასშტაბიან ინფორმირების კამპანიას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად იმართება სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის. საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას დღეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები გაეცნენ.

შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები პირადად გაეცნენ ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის მორიგ არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული. შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრაც და დაინტერესებულმა პირებმა პრაქტიკაში გამოცადეს – ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.

საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ხალხმრავალ ადგილებში – მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებსა და შსს მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები