spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისლაიდერზე1-ელი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის...

1-ელი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, 1-ელი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, საქართველოში ყველა მსურველისთვის უფასოა.

ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

დაწესებულებების სია იხილეთ ბმულზე.

ბოლო სიახლეები