spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაკახა კალაძე: ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ დაპირისპირების და ხელისუფლების დამხობის...

კახა კალაძე: ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ დაპირისპირების და ხელისუფლების დამხობის სურვილი, თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ დაძაბულობისა და არეულობის მცდელობა, ხელისუფლებამ პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატაროს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადების ფაქტის შეფასებისას განუცხადა.

„არ ვიცი, რა შენიშვნებზეა საუბარი, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი არ არის ჩვენი მოგონილი. ბევრ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ანალოგიური კანონები მოქმედებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ არეულობისა და დაძაბულობის მოწყობის მცდელობა, ჩვენ უნდა გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები. ამიტომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია.

ვინც ამას ეწინააღმდეგება, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, არის იმ რადიკალური კურსის გამტარებელი, რაზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ დაპირისპირების და ხელისუფლების დამხობის სურვილი. ვიღაცები ამას შეიძლება გარედანაც მხარს უჭერდნენ. თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, იმიტომ, რომ გვინდა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ბოლო სიახლეები