spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარიკულტურამსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

91 წლის ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს.

თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.

1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვისტო“, „ჯორდანო ბრუნო“ და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ერთი ცის ქვეშ“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“ და სხვ.

მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ბოლო სიახლეები