spot_img
Friday, January 10, 2025
-1.2 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს – ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო; ყურადღება გამახვილდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობაზე; აღინიშნა, რომ ფორუმზე წარმართული დისკუსიები სამომავლოდ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის მყარ ნიადაგს შექმნის; განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები; ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას; საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში იმყოფება.

ბოლო სიახლეები