spot_img
Thursday, December 26, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებააკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი აბუთიძესთან ერთად აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს უკვე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენები.

„სამუშაოები დღე და ღამე მიმდინარეობს და დასრულდება დათქმულ ვადაში დასრულდება. ერთი მხარე, რომელიც ჩაკეტილი იყო, უკვე გახნილია, კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია, ასფალტის ქვედა ფენები მოწესრიგებულია და გადაადგილება შესაძლებელია. გადაკეტილი გვაქვს გზის მეორე ნაწილი, სადაც იგივე სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა აქ გაცილებით ნაკლებია გასაკეთებელი, ვინაიდან ძირითადი ქსელი მეორე მხარეს იყო განთავსებული. იმ მხარეს, რომელიც დღეს გვაქვს ჩაკეტილი, ძირითადად დაერთებები მოგვიწევთ, ასევე, წყლისა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება. რაც შეეხება ე.წ. დიდუბის ხიდს, ოქტომბრის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება. როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ იქ მოძრაობაც გავხსენით. პარალელურად, წერეთლის გამზირზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწესრიგება, დაწყებული გაქვს გამწვანების სამუშაოებიც და იანვარში სრულად იქნება დასრულებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

პროექტს დედაქალაქის მერთან ერთად გაეცნო დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი. 

ამჟამად, ტროტუარებზე საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი. გამზირის იმ მხარეს, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, ძველი სავალი ნაწილის მოფრეზვისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება.

ბოლო სიახლეები