spot_img
Tuesday, December 24, 2024
12.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკანათია თურნავა: 1-ელი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი სამი წლიდან...

ნათია თურნავა: 1-ელი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი სამი წლიდან კვლავ ოთხ წლამდე გაიზრდება

მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი სამი წლიდან კვლავ ოთხ წლამდე გაიზრდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მან თქვა, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებზე ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია.

„იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი სამი წლიდან კვლავ ოთხ წლამდე გაიზრდება“, – განაცხადა თუნრავამ.

არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, სესხების ვადის სამ წლამდე შემცირების გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის აგვისტოში მიიღო.

ბოლო სიახლეები